ხვალ, 18 იანვარს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი მარნეულს ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, იაკობაშვილი მის მოადგილე ელენე თევდორაძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში, რომელიც აზერბაიჯანში 1990 წლის 20 იანვარს მომხდარი ტრაგედიის ოცი წლისთავს მიეძღვნება.
ღონისძიების ორგანიზატორი თავად რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მარნეულის ადგილობრივი ხელისუფლებაა.
ღონისძიება მარნეულის კულტურის სახლში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 1990 წლის 19-20 იანვარს, ბაქოში, საბჭოთა კავშირის ჯარებმა ავტომატური იარაღით, ტანკებითა და სასანგრე ნიჩბებით 138 სამოქალაქო პირი მოკლეს, 700-ზე მეტი კი დაშავდა.