საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
კონსტიტუციის მიხედვით, "სახელმწიფო უფლებამოსილია დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა".
საქართველოს "საარჩევნო კოდექსის" მიხედვით კი, პასიური საარჩევნო უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს აქვს.
აღსანიშნავია ასევე, რომ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ,, კანონის 39-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განმეორებითი განხილვა (6.07.2010. N3354)
საქართველოს მოქალაქეობის შეძენის, მოქალაქეობის შეწყვეტისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებისა და წარდგინების განმეორებითი განხილვა შეიძლება წინა გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.
"უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში 5 ინვარს შესული ცვლილებეის თანახმად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებული არ არის, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნა, კონკრეტულად ერთ კვირაში წარადგინოს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით დასკვნა დღეს გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ნატურალიზაციის გზით "ქართული ოცნების" ლიდერს საქართველოს მოქალაქეობა არ მიენიჭა. სამინისტროს დასკვნის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს.