იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის არმინიჭებასთან დაკავშირებით, ივანიშვილის ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში თითიდან გამოწოვილ მიზეზს უწოდებს.
,,ეს არის თითიდან გამოწოვლი მიზეზი. ქართული კანონმდებლობა პირდაპირ ამბობს, რომ ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი ციდან ვერ ჩამოვარდება, ის რომელიმე ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. ასე, რომ ეს არ არის უარის თქმის საფუძველი, თითქოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს არა აქვს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნაზე განაცხადის უფლება", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ზაქარია ქუცნაშვილმა.
ივანიშვილის ადვოკატს იუსტიიციის სამინისტროს არაადეკვატური გადაწყვეტილების დასტურად პრეზიდენტის დადგენილება მოჰყავს.
,,თავად პრეზიდენტის ბრაძანებულების მიხედვით, კანოონმდებლობაში წერია, რომ პირი, რომელიც მიმართავს ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების მოხოვნით ვალდებულია, მიუთითოს იმ ქვეყნის მოქალაქეობა რომელი ქვეყნის მოქალაქეცაა განცხადების მიმართვისას, ასე, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი საბაბი, რომელიც კანონსაც კი ეწინააღმდეგება", - აცხადებს სააგენტოსთან საუბარში ქუცნაშვილი.
შეგახსნენებთ, ბიძინა ივანიშვილს იუსტიიციის სამინისტრო ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით უარი განუცხადა. 2012 წლის 4 აპრილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გამოსცა დასკვნა ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც განცხადება საქართველოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე 2012 წლის 5 იანვარს წარადგინა. კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ითვალისწინებს ორ პროცედურას: პირველი - ნატურალიზაცია: იმ პირთათვის, რომლებიც არ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მეორე - ორმაგი მოქალაქეობა: მოქალაქეობის მინიჭება იმ პირთათვის, რომლებიც ამავდროულად არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები."საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა.