ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი, ეშტონ კატჩერი ითამაშებს ფილმში, რომელიც კომპანია "Apple"-ის დამაარსებლის, სტივ ჯობსის ბიოგრაფიას უკავშირდება. მსახიობი თავად ჯობსის როლს შეასრულებს.
ფილმის რეჟისორია ჯოშუა მაიკლ სტერნი. ფილმის გადაღებები მაისში დაიწყება, როდესაც კატჩერს შესვენება ექნება სერიალიდან "ადამიანის ორი ნახევარი", სადაც მან ჩარლი შინი შეცვალა.
"ჯობსი" დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც დიდ ფინანსებს არ მოითხოვს: პროეტს კერძო ინვესტორი აფინანსებს. ამავდროულად სტუდია "Sony"-მ, მოიპოვა ექსკლუზიური უფლება, ფილმის დასრულების შემდეგ მისი ეკრანიზაციისა, რომელშიც მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა.
სტუდია "Sony" ჯობსის მთავარი როლისთვის რამდენიმე კანდიდატურას არჩევდა, მათ შორის ჯორჯ კლუნიც მოიაზრებოდა, მაგრამ არჩევანი კატჩერზე შეჩერდა.