დღეს, 17 იანვარს, პატრიარქის ნათლულობის მსურველთა მორიგი რეგისტრაცია სრულდება.
საჭირო საბუთები მსურველებმა ფონდ "ლაზარეში" დღეს, 18:00 საათამდე უნდა მიიტანონ. მორიგი საჯარო ნათლობის ზუსტი თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მეთერთმეტე საჯარო ნათლობა იქნება, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის ინიციატივით ჩატარდება.
პირველი საჯარო ნათლობა 2008 წლის ნათლისღების დღესასწაულზე ჩატარდა. მას შემდეგ პატრიარქმა 3 700 ბავშვი მონათლა. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.