,,ქართული ოცნების" პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს მხრიდან ირაკლი ალასანიას მიერ გადაგზავნილ მასალებს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია და სიაში დასახელებული არცერთი პირი არ დაუკითხავთ.
",ირაკლი ალასანიას მიერ მიწოდებულ ინფორმაციას უშიშროების საბჭოს მხრიდან, არანაირი ქმედება არ მოჰყოლია. გუშინ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ არც ერთი ადამიანი, რომელიც არის იმ სიაში, რომელიც ალასანიამ გადასცა მათ, არ დაკითხულა", _ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით. Nნებისმიერი მოქალაქის ვალდებულებაა თუ ფლობენ ინფორმაციას, რომელიც ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია შესაბამის სტრუქტურებს მიაწოდონ.
,,ირაკლი ალასანიამ გააკეთა ის, რაც არის თითოეული მოქალაქის ვალი. თუკი რომელიმე ჩვენგანს აქვს ინფორმაცია, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყანას, თითოეული მოქალაქის ვალია, ამის შესახებ, ინფორმაცია მიაწოდოს იმ სტრუქტურებს, რომელთაც შეუძლიათ ამ ინფორმაციის გადამოწმება და ამ ინფორმაციის დადასტურება, ან უარყოფა.
,,ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ირაკლი ალასანიას მიერ მიწოდებული ინფორმაცია ჯეროვნად ვერ შეაფასეს.
,,ხელისუფლება აცხადებს, რომ არაფერი არ აინტერესებთ, რაც იმ სიაში წერია. Eეს ყველაფერი მათი მხრიდან მიუთითებს იმაზე, უბრალოდ, რბილად, რომ ვთქვათ, ჯეროვნად ვერ შეაფასეს ის ინფორმაცია, რომელიც ირაკლი ალასანიასგან მიიღეს", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ უშიშროების საბჭოს გადაუგზავნა დოკუმენტაცია, სადაც დასახელებული იყო ყველა ის პირი, ვისაც კავშირი ჰქონდა დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული ფორმირებების შექმნასთან