საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოში, სადეპუტატო ასაკის 21 წლამდე შემცირებასთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი აპროტესტებს. თუმცა, მსოფლიოს პარლამენტების კვლევების თანახმად, მთელ რიგ ქვეყნებში, საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს საკანონმდებლო ორგანოში, 18 წლის პირიც აირჩიოს.
კერძოდ, 18 წლის ცენზი დაწესებულია ავსტრიაში, დანიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში; ბელგიაში, ესტონეთში და ლატვიაში 21; საბერძნეთში 25; პოლონეთში დეპუტატებს ქვედა პალატაში 21 წლიდან ირჩევენ, ზედაში 30 წლიდან; ჩეხეთში - ქვედა 21, ზედა 40; საფრანგეთში - ქვედა პალატაში არჩევისთვის ასაკის ცენზი 23-ია; იტალიაში 25 დეპუტატისთვის, 40 სენატორისთვის.
საქრთველოში სადეპუტატო ასაკის 21 წლამდე შემცირებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორი 80 დეპუტატია.
ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ ასაკში საქართველოს მოქალაქეებს უმაღლესი სასწავლებელი დამრთავრებული არა აქვთ და შესაბამისად, მათთვის კანონმდებლობაზე მუშაობა რთული იქნება.
კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციით, პარლამენტის წევრად პირები 25 წლის ასაკიდან აირჩევიან.