საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ფასების სამმართველოს შვედი სტატისტიკოსები სტუმრობდნენ. აღნიშნული ვიზიტი ფასების სამმართველოში რიგით მესამეა მწარმოებელთა ფასების ინდექსთან დაკავშირებით.
შვედი სტატისტიკოსები ქართველ კოლეგებთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში განიხილავდნენ მწარმოებელთა ფასების ინდექსის მეთოდოლოგიურ და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესების საკითხებს .
საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3-წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარის ექვივალენტს შეადგენს შვედურ კრონებში და მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ