"საქპატენტის" დელეგაცია, ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში, "ადგილწარმოშობისა და ხარისხის ეროვნულ ინსტიტუტში" სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეები განიხილავენ, საფრანგეთის გამოცდილებას სოფლის მეურნეობის პროდუქციის ადგილწარმოშობის დასახელებების, რეგისტრაციისა და დაცვის მიმართულებით.
,,საფრანგეთს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ადგილწარმოშობის დასახელებების პროდუქტების, განსაკუთრებით ღვინოების რეგისტრაციის და ამ კუთხით, ძალიან გამართული სისტემა აქვთ. სწორედ ამ მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მივდივართ, "ადგილწარმოშობისა და ხარისხის ეროვნულ ინსტიტუტში", რომელიც ახორციელებს რეგისტრაციას და ვხვდებით მათ ხელმძღვანელობას. ასევე დაგეგმილია შეხვედრები მეღვინეობის რეგიონებში ბორდოსა და შამპანში და ადგილზე გავეცნობით მათ გამოცდილებას", _ განაცხადა ირაკლი ღვალაძემ.
სამუშაო ვიზიტში ასევე მონაწილეობენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.