საქართველოში რამდენიმე მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნულს ითვალისწინებს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება.
კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა: ასპინძაში, სოფელ ოშორაში მდებარე მეჩეთს, ახალციხეში, სოფელ მუგარეთში მდებარე მეჩეთს, სოფელ ხოსპიოში ფალავანდიშვილების მეჩეთს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში მდებარე მე-19 საუკუნის მეჩეთს და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილ-კილისაში მდებარე მეჩეთს.
,,საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ამ ობიექტებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ენიჭება,, - ნათქვამია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებაში.