გალის რაიონში სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის სპეცდანიშნულების ცენტრის თანამშრომლებმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე შალვა ბარბედოსის ძე ხუხუა დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 1969 წელს დაბადებულმა ხუხუამ "უკანონოდ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. პირადი ჩხრეკისას მას "მაკაროვის" სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი აღმოაჩნდა".
დაკავებული სეპარატისტებმა გალის რაიონის ე.წ. უშიშროების სამსახურში გადაიყვანეს.
"სპეცსამსახურები ამჟამად ადგენენ, არის თუ არა ხუხუა დაკავშირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელებული დივერსიული აქტების ჩადენაში", _ იუწყება აფხაზური მხარე.