საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალურ კანცლერს მიშელინ კალმი-რეის შეხვდა. კალმი-რეის ვიზიტი ქვეყანაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში განახორციელა.
შეხვედრაზე მხარეებმა ს ევროპის საბჭოსა და საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილე. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ასევე ის პროგრამები და პროექტები, რომლებსაც ახორციელებს ევროპის საბჭო საქართველოში.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სტრასბურგში წარადგენს თავის ხედვას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები