დედაქალაქის მერი გიგი უგულავა რუსულ გამოცემა "ნიუსვიკს" უზუსტობაში ადანაშაულებს. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ნიუსვიკში" დაბეჟდილი ინტერვიუში ბევრუ უზუსტობაა.
"მნიშვნელოვანია მერის განცხადება ნატო-სკენ სწრაფვაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ტერიტორიების რუსი საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლების სანაცვლოდ. გიგი უგულავას არასოდეს უგულისხმია, რომ საქართველოს მისწრაფება ნატო-ს მიმართ სათუოა და შეიძლება ამით ვაჭრობა.
ნატო-ში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის ძლიერი სურვილი, რომელიც დადასტურდა 2007 წლის 5 იანვრის პლებისციტის შედეგებით. მერს არ აქვს არც უფლება და არც განზრახვა, იგნორირება გაუკეთოს ქართველი ხალხის ნებას. უფრო მეტიც, მერი თავად დიდი მომხრეა ნატო-ს წევრობის და მიაჩნია, რომ ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია", - ნათქვამია მერიის განმარტებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსულ „ნიუსვიკში" დაბეჭდილი ინტერვიუს მიხედვით, უგულავა აცხადებს, რომ თუ რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თავის ჯარებს გაიყვანს, სანაცვლოდ საქართველო ნატო-ში შესვლაზე უარს იტყვის.