საქართველოს მოქალაქე სტავროპოლის მხარის ქალაქ ესენტუკის მაცხოვრებლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
რუსეთის ფედრრაციის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 26 მარტს ესენტუკის საქალაქო საავადმყოფოს რეანიმაციულ განყობილებაში მრავალრიცხოვანი დაზიანებებით 38 წლის მამაკაცი მოათავსეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო ამიტომაც გარკვეული დროის შემდეგ იგი გარდაიცვალა.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დანაშაული გახსნილია და 38 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალი 31 წლის საქართველოს მოქალაქეს ედება.
"გამოძიების ინფორმაციით, პირადი უთანხმოებისა საფუძველზე სამ მამაკაცს შოროს დავა წარმოიქმნა, რომლის დროსაც ერთა მამაკაცმა მეორეს ნასესხები თანხის დაბრუნებაზე უარი უთხრა. შედეგად ეჭვმიტანილმა დაზარალებულს თავის არეში ორჯერ ჩაარტყა ხელი. მიღებული დაზიანებებისაგან დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნავია, რომ ეჭვმიტანილის პიროვების გარკვევისას აღმოჩნდა, რომ იგი ადრე უკვე იმყოფებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ ანალოგიური დანაშაულისათვის", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეჭვმიტანილი დაპატიმრებულია. მიმიდინარეობს გამოძიება.