დღეს, 16 იანვარს, დილის 09:00 საათიდან იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში დროებით განსახლებულ დევნილთა 60 ოჯახის გამოსახლება იგეგმება.
როგორც დევნილები აცხადებენ, გამოსახლებულ ოჯახებს მუხიანის დასახლებაში, ყოფილი ტექნიკუმის შენობაში უპირებენ ჩასახლებას,
მათივე განმარტებით, ტექნიკუმის შენობაში საცხოვრებლად უვარგია და ელემენტარული პირობები არარსებობს.
აღნიშნულის გამო დევნილები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმევენ.