სამართალდამცველებმა თაღლითობაში ბრალდებული დააკავეს. ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 20 წლის ლაშა გოგოლაძე აიყვანეს.
დაკავებული რუსული სოციალური ქსელის, "ოდნოკლასნიკის" მეშვეობით, მოქალაქეებს ფულს სძალავდა.
გამოძიების შდეგად დადგინდა, რომ 2012 წლის 22 მარტს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ხათუნა ხუნდაძის მიმართ განხორციელებული თაღლითური ქმედების ფაქტზე.
გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ 2012 წლის 03 მარტს ლაშა გოგლიძემ სოციალურ ქსელში თავის ვებგვერდზე განათავსა მომხმარებლის ხათუნა ხუნდაძის მეგობრის ფოტოსურათი და მონაცემები, ამის შემდეგ დაუკავშირდა დაზარალებულ ხათუნა ხუნდაძეს მეგობრის სახელით, მოატყუა, რომ იმდროისთვის იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში, სადაც ერთ-ერთ ბარში დაკარგა ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა მობილური ტელეფონი, საბუთები, ფულადი თანხა და სთხოვა, რომ მისთვის გადაერიცხა აჭარაბეთის წინასწარ მითითებულ ანგარიშზე 50 ლარი.
ხათუნა ხუნდაძემ, რომელსაც ეჭვი არ შეპარვია, რომ სოციალურ ქსელში ესაუბრებოდა თავის მეგობარს სწრაფი გადარიცხვის აპარატიდან მას ჩაურიცხა აღნიშნული თანხა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით. დაკავებული აღიარებს მისმიერ ჩადენილ დანაშაულს.