"რუსეთს არაფერი ესაქმება ორ სტრატეგიულ პარტნიორს - საქართველოსა და აშშ-ს შორის", _ ეს განცხადება რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
"ახალი ამ განცხადებაში არაფერია. უკვე მრავალი წელია რუსეთი სერიოზულად ცდილობს ამ პერსპექტივით წარმოაჩინოს ეს საკითხი. არადა საკითხი არის ძალიან მარტივი - ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის გრძელდება მრავალმხრივი მიმართულებით ურთიერთობა და თანამშრომლობა, რომელიც მათ შორის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ეხება",_ აცხადებს ტყეშელაშვილი და აღნიშნავს, რომ რუსეთს არაფერი ესაქმება იმაში თუ ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის რა ტიპის პარტნიორობა ხორციელედება.
"რუსეთს არაფერი არ ესაქმება ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის რა ტიპის პატრტნიორობა ხორციელედება. იმ პარტნიორებს შორის, რომლებიც უკვე სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც მრავალმხრივ ურთიერთობებს ახორციელებენ", _აცხადებს ტყეშელაშვილი და აღმიშნავს, რომ რუსეთმა"ჯობია საკუთარ თავს მიხედოს, ვიდრე ის აკომენტაროს სხვა ქვეყნები ერთმანეთში სუვერენულ ურთიერთობებს როგორ ახორციელებენ".
"ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში ჩვენი კონტიგენტი ძალიან აქტიურადაა ჩართული", _ აცხადებს ეკა ტყეშელაშვილი.
შეგახსნებთ, რომ გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ მოსკოვი შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ ავღანეთში საერთაშორისო კოალიციაში შემავალ ქართულ სამხედროებს იარაღით ამარაგებს.
მან ასევე გამოთქვა ეჭვი, რომ იარაღი, რომელიც ავღანეთში ქართულ კონტიგენტს გადაეცემა, შესაძლოა საქართველოში აღმოჩნდეს და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.