ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. პარლამენტმა ამ პოსტზე ზურაბ ხარატიშვილის კანდიდატურა დაამტკიცა.
ხარატიშვილი უმრავლესობის წევრებმა ერთხმად, 98 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აირჩიეს.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციონერი დეპუტატების უმეტესობას.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურამ პარლამენტში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც პრეზიდენტის მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გამოვლენა თავად ცესკოს ოპოზიციონერმა წევრებმა ვერ შეძლეს.
როგორც ცნობილია, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები ოთარ სიჭინავას გარდა, ზურაბ ხარატიშვილი და საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი იყვნენ.