დასავლეთის ქვეყნებმა სკეპტიკური რეაგირება მოახდინეს სირიის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დარეგულირების გეგმის მიღების გამო, რომელიც ბაშარ ასადს კოფი ანანმა შესთავაზა, იუწყება ბი-ბი-სი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი უნდა განისაჯოს არა სიტყვებით, არამედ მის მიერ ჩადენილი საქმეებით.
"ასადის ტენდენციის გათვალისწიინებით, რომელიც ბევრ პირობას დებს და ძალიან ცოტას ასრულებს, მისი ამჟანდელი განცხადება უნდა გამყარდეს დაუყნებლივი ქმედებებით", - განაცხადა კლინტონმა და დასძინა, -" თუ იგი ნამდვილად მზადაა დახუროს სირიის ისტორიის ეს ლაქიანი ფურცელი, მას შეუძლია უბრძანოს სამათავრობო ძალებს დაუყონებლივ შეწყვიტონ ქალაქების დაბომბვა და გაიყვანოს ჯარები მჭიდროდ დასახლლეებული რაიონებიდან".
კლინტონმა ასევე განაცხადა, რომ ასადმა უნდა დაიწყოს მზადება ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადასაბარებლად. ანალოგიური განცხადებები გააკეთეს სხვა ქვეყნებმაც.
შეგახსენებთ, რომ სირიის ხელისუფლება დათანხმდა გაეროს სპეცწარმომადგენლის კოფი ანანის მიერ შეთავაზებულ გეგმას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში დაპირისპირების დასრულება. 2011 წლის მარტიდან სირიაში მიმდინარე დაპირისპირებას 9 ათას ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.