სეზონური ვირუსების მატებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს.
მათი განცხადებით, გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, თუმცა ნებისმიერი ვირუსული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ყველამ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას, ვირუსით დაავადების შემთხვევაში, ანტიბიოტიკების თვითნებური მიღებისგან და თვითმკურნალობისგან თავის შეკავებას ურჩევს.
ვირუსულ ინფექციას მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, გონების დაკარგვა და ნაწლავური პრობლემები ახასიათებს. გართულების შემთხვევაში კი, ვირუსი შესაძლოა ფილტვების ანთებაშიც გადაიზარდოს.
სპეციალისტები სეზონური ვირუსისგან თავის დასაცავად პირბადეების გამოყენებას, დიდი რაოდენობით სითხისა და ვიტამინების მიღებას გვირჩევენ.