დღეს, 28 მარტს, ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-19 რაუნდი გაიმართება.
აფხაზი სეპარატისტების დელეგაცია, რომელსაც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა უხელმძღვანელებს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ირაკლი ხინთბას ინფორმაციით, ჟენევაში სეპარატისტები გალის რაიონში არსებული დაძაბული მდგომარეობის საკითხს დააყენებენ, ასევე ყურადღებას გაამახვილებენ იმაზე, რომ "აფხაზეთის მოსაზღვრე ზუგდიდის რაიონში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქადის".