ხვალ, 28 მარტს,18:00 საათზე, სიმებიანი კვარტეტი ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში ქართული საკვარტეტო მუსიკის კონცერტს გამართავს.
კონცერტში მონაწილეობენ გიორგი ხაინდრავა (I ვიოლინო), თამარ ბულია (II ვიოლინო),ირაკლი ჯაფარიძე (ალტი) დაგიორგი ჯორჯაძე (ჩელო). პროგრამაშია ალექსი მაჭავარიანის, გიორგი შავრეზაშვილის, მიხეილ ოძელისა და რევაზ კიკნაძის ნაწარმოებები.