აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ სასტუმრო "ბახტრიონში" მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.
გიორგი ბარამიამ გლდანის რაიონში, სასტუმრო "ბახტრიონში მცხოვრები დევნილები მოინახულა და სახალხო დღესასწაული "ბედობა" მიულოცა.
დღესვე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე თბილისის ზღვაზე და ნუცუბიძის მე-4 პლატოზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს ეწვია და 7-დან 10 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს საჩუქრები დაურიგა.
პარალელურად, აფხაზეთის მთავრობის წევრები დასავლეთ საქართველოში განთავსებულ კომპაქტურ ჩასახლებებს სტუმრობდნენ, სადაც იქ მცხოვრებ დევნილ ბავშვებს საჩურქები გადასცეს.
დღის ბოლოს კი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისიდან გასული "მშვიდობის ექსპრესი" სამეგრელოს რეგიონში ჩავა და დევნილ ბავშვებს საჩუქრებს ჩაუტანს.