საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ, ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში სტივენ ნეში ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, სტივენ ნეში ერთ-ერთ გამორჩეული დიპლომატი იყო, რომლის საქმიანობა მიმართული იყო - საქართველოს მხარდაჭერისკენ და ქართულ-ბრიტანული ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ.
მისი ინფორმაციით, ნეშმა, საქართველოში ელჩობის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2004 წელს, დიდი ბრიტანეთში, ქართული საზოგადოება დაარსა, რომელიც ქართულ-ბრიტანული ურთიერთობის გაღრმავებაში, დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
სტივენ ნეშმა საკუთარი საქმიანობის დაფასებისთვის, ქართულ მხარეს, მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისთვის, ლამაზ ქალაქში - თბილისში ყოფნა დიდი პატივია.
"დიდი პატივი და სიამოვნება, რომ თქვენს მშვენიერ ქალაქში ვიმყოფებოდე, სადაც სამი წლის განმავლობაში, 90-იან წლებში ვცხოვრობდი. რა საკვირველია, მივიღო ღირსების ორდენი - ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ ჩემს თავს კითხვას ვუსვამ - ეს ჯილდო რით დავუმსახურე?! - ვფიქრობ, აქ გადამწყვეტი როლი, 2004 წელს, ქართულ-ბრიტანული საზოგადოების დაფუძნებამ შეასრულა, რომელსაც 2010 წლამდე ვთავმჯდომარეობდი" - დასძინა მან.