"ქრისტიან-დემოკრატების" წევრის ლევან ვეფხვაძის მტკიცებით, უმუშევარი მოსახლეობა ხელისუფლებას საბოლოო განაჩენს გამოუტანს.
როგორც ვეფხვაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, NDI-ის კვლევებით დასტურდება, რომ მთავრობა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, სხვა ქვეყანას მართავს და სახვა პროგრამებს ახორციელებს.
,,მთავრობა ამტკიცებს, რომ 100 ადამიანიდან მხოლოდ 15-ია უმუშევარი და სოფლის მოსახლეობასაც დასაქმებულად მიიჩნევს იმის გამო, რომ 200 კვადრატული მიწა მისცა, თუმცა მთავრობა აღარაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გლეხი თვითკმარი იყოს და ოჯახი არჩინოს,, - განაცხადა დეპუტატმა.
მისიევე თქმით, მთავრობა მოსახლეობას ეკონომიკური წარმატებებით ატყუებს, თუმცა საქართველოს მსოახლეობის დიდი ნაწილი, თავად მთავრობის მონაცემებითვე ცხოვრობს სიღატაკეში.
"შრომისუანარიანი მოსახლეობის 60 % უმუშევარია და არა 15%, რასაც პრემიერ-მინისტრი პარლამენტის ტრიბუნიდან ამტკიცებდა. ასეთი ვითარებისთვის ხელისუფლებას მოსახლეობა საბოლოო განაჩენს, არჩევნებზე გამოუტანს,, - დასძინა ვეფხვაძემ.