"რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი მიიჩევს, რომ პარტიული რეტინგები არა NDI-მ, არამედ ",ნაცმოძრაობამ" გამოაქვეყნა.
"NDI-ს კვლევის შედეგები არ გამოქვეყნებულა, გამოაქვეყნა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ". NDI-მ, გამოაქვეყნა განცხადება, სადაც არ ადასტურებს ამ ვერსიას, ამიტომ ჩემი კომენტარი ეს იქნება", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, NDI-ს პარტიული კვლევის შედეგები, რომელიც პოლიტიკურმა პარტიებმა გაავრცელეს, ,,ნაციონალურ მოძრაობას" გამოკითხულთა 47% უჭერს მხარს. Mმეორე ადგილზეა ,,ქართული ოცნება" 10%, მესამე ადგილზე კი ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" 3%.