ვერსია, რომელი დავით მარდიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებობს შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს.
ახალგაზრდა მამაკაცი გერმანიაში 2010 წელს გარდაიცვალა. დღემდე დაღუპვის ერთადერთ მიზეზად თვითმკვლელობა სახელდებოდა.
დღეს კი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ საქმე არა სუიციდის შემთხვევასთან არამედ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობასთან აქვთ.
შეგახსნებთ, რომ დავით მარდიანი 2010 წელს ჰამბურგის ციხეში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.