NDID-ს კვლევის შედეგებს თავად მმართველი გუნდი არ ენდობა, - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა, რომელიცNDI-ს კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს.
"როდესაც უცხო ადამიანი მოდის ჩემთან, გისვამს კითხვებს და გაფრთხილებს, რომ თქვენი პასუხები იწერება, ამას უკვე ჰქვია დაკითხვა და არა გამოკითხვა. დაკითხვისას ადამიანის ჩვევები სულ სხვა მიმართულებით გადაადგილდება და ერთი მიზანი ამოძრავებს, როგორმე დაიხსნას თავი. Aასეთ ვითარებაში საუბარი, რეალურ შედეგზე გამიჭირდება", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სოსო ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ისტერიკაშია და არაადეკვატურ ნაბიჯებს დგამს.
,,NDI-ს კვლევის შედეგებს თავად ,,ნაცმოძრაობა" არ ენდობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ისტერიკულ შიშის რეჟიმში არ იქნებოდა და არ გადადგამდნენ ასეთ არაადეკვატურ ნაბიჯებს საკანონმდებლო სივრცეში", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, ,,ნაციონალურ მოძრაობას" გამოკითხულთა 47% უჭერს მხარს. Mმეორე ადგილზეა ,,ქართული ოცნება" 10%, მესამე ადგილზე კი ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" 3%.