საქართველოს პრეზიდენტსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აღნიშნული სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ინტერნეტში გავრცელდა. საქართველოს პრეზიდენტი და უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ცესკოს მიერ უკრაინაში ქართველი დამკვირვებლების საკითხს განიხილავენ.
იულია ტიმოშენკო მიხეილ სააკაშვილს ეუბნება, რომ ყველაფერს გააკეთებს იმიათვის, რათა ქართულმა სადამკვირვებლო მისიამ მუშაობის განახლება შეძლოს. საუბრის ხანგრძლივობა 1 წუთსა და 45 წამს გრძელდება.
"ქართველ დამკვირვებლებთან დაკავირებით მე უკვე დავურეკე უკრაინის პირველს ვიცე-პრემიერ ალექსანდ ტურჩინოვს ხოლო ხვალ მას ამ საკითხზე აუცილებლად შევხვდები.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ, იმისათვის, რომ ასეთი კარგი ჯგუფი გამოაგზავნეთ უკრაინაში. ჩვენ ახლა ვიბრძვით იმისათვის, რომ ხვალ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს მიეცეს დამადასტურებელი საბუთი",_ განაცხადა იულია ტიმოშენკომ მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრის დროს.
საუბრის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი იულია ტიმოშენკოს წარმატებას უსურვებს.