დღეს, 27 მარტს, "აჭარაში თეატრის საერთაშორისო დღესთან" დაკავშირებით, ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის განახლებული შენობა გაიხსნება.
თეატრის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით შენობა განათების აპარატურით აღიჭურვა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული ღონისძიებები თეატრში 27 მარტს, 13:00 საათზე დაიწყება.