ნოტარიუსთა პალატასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან აცნობეს, დღეს, 27 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდება მემორანდუმი - ნოტარიუსებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებებისა და კომპანიების რეგისტრაციის უფლება მიენიჭათ (მის.: საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, წერეთლის გამზ. №142 (სამთო ქიმიის შენობა, მეოთხე სართული).