საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ 2012 წელს სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დაფინანსებას შემდეგი პროექტები მიიღებენ:1. ინგლისურის მასწავლებელი - 25000 ლარი. პროდიუსერი - შპს არტეფაქტ პროდაქშენი, რეჟისორები - ნინო ორჯონიკიძე, ივანე არსენიშვილი; 2. მადონა - 50000 ლარი. პროდიუსერი - ააიპ ლიბ ჯი, რეჟისორი - ნინო გოგუა ; 3. ტოტალიზატორული ფსიქოზი - 35000 ლარი. პროდიუსერი - შპს გოგო ლები, რეჟისორი - კოსტანტინე ესაძე; 4. ჩეჩნეთის გზაჯვარედინი - 40000 ლარი. პროდიუსერი - შპს სტუდია ლოკოკინა, რეჟისორი - ალექსანდრე კვატაშიძე); 5. ციხის აღსარებები - 40000 ლარი. პროდიუსერი - შპს კინო იბერიკა, რეჟისორი - ლევან კოღუაშვილი; 6. რამაზ ჩხიკვაძე - 30000 ლარი პროდიუსერი - ინდმეწარმე საბა ამირეჯიბი, რეჟისორი - ალექსანდრე რეხვიაშვილი; 7. ბიბლიოთეკა - 30000 ლარი პროდიუსერი - ააიპ Matchhouse Film, რეჟისორი - ანა ციმინტია.