ჟონდი ბაღათურია პენსიონერებს 23 იანვარს ჭადრაკის სასახლეში ეპატიჟება, სადაც საპროტესტო შეხვედრა გაიმართება სახალხო ბანკის წინააღმდეგ. ამის შესახებ განცხადება ჯონდი ბაღათურიამ დღეს რიგგარეშეE სესიაზე გააკეთა. იგი კვლავ აყენებს სახალხო ბანკისათვის იმ ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხს, რომელიც პენსიების დარიგებას ეხება და მოითხოვს, რომ ბანკმა პენსიონერებს დაუბრუნოს ის თანხა, რაც მათ პენსიის წინასწარ გაცემისათვის ჩამოაჭრა.
როგორც ბაღათურია აღნიშნავს, ბანკი პენსიონერებს ამ მომსახურებისთვის 36 პროცენტს აჭრის, რაც მისი თქმით, ა"კაბალური პირობაა", რადგან პენსიონერებს არჩევანის საშუალება არ აქვთ, რადგან პენსიების დარიგების საკითხი ამ ბანკს აქვს ხელში ჩაგდებული.
ბაღათურია ფინანსთა სამინისტროს კიდევ ერთხელ მოუწოდებს რომ ბანკთან გაწყვიტოს აღნიშნული ხელშეკრულება და პარალმენტს სთხოვს, რომ მოაგვაროს ის საკითხი, რაც პენსიონერებისთვის ჩამოჭრილი თანხის უკან დაბრუნებას ითვალისწინებს. ამასთან, ბაღათურია იმასაც აღნიშნავს, რომ თუ ეს პირობა არ შესრულდება 23 იანვარს ჭადრაკის სასახლეში გაიმართება შეხვედრა სახალხო ბანკის წინააღმდეგ და პენსიონერებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებს.