პარლამენტის პირველი ვიცე-ასპიკერი მიხეილ მაჭავარიანი უმრავლესობის ლიდერს ჰოსპიტალური სექტორის საკითხით დაინტერესებას სთხოვს და აცხადებს, რომ ამ საკითხზე მეთვალყურეობას პირად პასუხისმგებლობაში იღებს. ამის შესახებ განცხადება მიხეილ მაჭავარიანმა დღეს რიგგარეშე სესიაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც საკითხი "ქრისტიან-დემოკრატებმა" დასვეს და აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის პასუხი მოითხოვეს.
საუბარია იმ საკითხზე, რომ ბლოკ ჯორჯიას 2009 წლის ბოლომდე უნდა წარმოედგინა საბანკო გარანტიები აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მთავრობამ ბლოკ ჯორჯიასთან ხელშეკრულება უნდა გაწყვიტოს.
ოპოზიცია ხელისუფლებას ამ პირობის შესრუელბას სთხოვს. აღსანიშნავია რომ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებითაც, ჰოსპიტალურ სექტორში რეალურად არსებობს პრობლემები, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ გარკვეული პირობები უკვე მაღალ დონეზეა შესრულებული.
მაჭავარიანმა პეტრე ცისკარიშილს დაავალა ფრაქციაზე მოწვეული იქნან პასუხისმგებელი პირები და მათგან მოისმინოს უმრავლესობამ რა პრობლემები არსებობს და როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები.