კრაინაში ქართველ დამკვირვებლებთან დაკავიშირებულ გაუგებრობას საქართველო პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ეხმაურება. ადმინისტრაციაში ბრალდებას თითქოს ქართველი დამკვირვებლები უკრაინაში პრეზიდენტობის ერთი კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად ჩავიდნენ უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესზე ქართველი დამკვირვებლების დასწრების შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს წინასწარ ჰქონდა მიღებული.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს და გვსურს იგი იყოს დემოკრატიული და ძლიერი სახელმწიფო",_ აცხადებს პრეზიდენტის ადმინიტრაცია.
პრეზიდენტის ინიციტივით, უკრაინელ დამკვირვებლებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე დასწრებაც შეუძლიათ.
"პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ძლიერი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი უკრაინა ეს არის მეგობარი საქართველოს სურვილი. რაც შეეხება ქართველი დამკვირვებლების რეგისტრაციის თემას, რომელიც პრობლემატური გახდა და აკმაოდ დიდი რეზონანი მოყვა თავად უკრაინაშივე, პრეზიდენტი განმარტავს, რომ საქართველოს გეგმები არ შედის რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა. საქართველო არჩევნებში ვერ ჩაერევა, არც ჩაერევა და შესაბამიად ვერც ერთი მხარის ინტერესებ ვერ დაიცავს და დაიკავებს. ქართული მხარის მიზანი, მხოლოდ ძლიერი და დამოუკიდებელი უკრაინაა. სწორედ ამიტომ რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდტის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაუბელი და გამორიცხულია",_ განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ "აქვე უნდა ითქვას, ის რომ ქართველი დამკვირვებლების არჩევნები მონაწილეობის შესახებ თავიდანვე ინფორმირებული იყო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ყველა ძირითადი კანდიდატი. ამას გარდა, პრეზიდენტის განცხადებით, ქართული მხარე მზად არის, საქართველოი დაგეგმილ არჩევნებში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ უკრაინელმა დამკვირვებლებმა".