დღეიდან, 15 იანვრიდან, პატრიარქის ნათლულობის მსურველთა მორიგი რეგისტრაცია იწყება.
საჭირო საბუთები მსურველებმა 17 იანვრის ჩათვლით ფონდ "ლაზარეში" უნდა მიიტანონ. მორიგი საჯარო ნათლობის ზუსტი თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მეათე საჯარო ნათლობა იქნება, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის ინიციატივით ჩატარდება.
პირველი საჯარო ნათლობა 2008 წლის ნათლისღების დღესასწაულზე ჩატარდა. მას შემდეგ პატრიარქმა 3 700 ბავშვი მონათლა. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.