"ქართული ოცნების" პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, სერგო ჩაჩიბაიას ბრალს პოლიციელების წინააღმდეგობისთვის წაუყენებენ.
,,ამჯერად, სავარაუდოდ, მისი დაკითხვა პოლიციის შენობაში მიმდინარეობს. ჩაჩიბაიას ბრალი წაყენებული ექნება, პოლიციის არდამორჩილების მუხლით, რაც არის სისიხლის სამართლის დანაშაული და ესეც არის კიდევ ერთი მაგალითი, იმისა, თუ როგორ, ხორციელდება ზეწოლა პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებზე", _ განაცხადა ბრიფინგზე ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი სერგო ჩაჩიბაია პოლიციამ ზუგდიდში 25 მარტს დააკავა.