საქართველოში H1N1 ვირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილებს შორის ერთი თბილისელი, მეორე კი ქუთაისელია.
ორივე პაციენტი მამაკაცი იყო.
ამ ტიპის ვირუსით ქვეყნის მასშტაბით უკვე 21 ადამიანია გარდაცვლილი. ლაბორატორიულად დადასტურებული კი სულ ვირუსის 1221 შემთხვევაა დაფიქსირებული.
აღნიშნულის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად იკლო.