რუსი სამართალდამცველების მიერ მოკლული მამუკა კახიშვილის მამას ადგილობრივი პოლიცია ქურდობაში ადანაშაულებს.
ლერი კახიშვილს 600 რუბლის ღირებულების ლუდის მოპარვაში სდებენ ბრალს. ამ მოტივით სამართალდამცავემა მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. კახიშვილი არ დაუკავებიათ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ის პოლიციაში დაიბარონ. ოჯახი უარყოფს ბრალდებებს და ამ ინციდენტს რუსი პოლიციელების მხრიდან დაშინების მცდელობად მიიჩნევს.
ლერი კახიშვილის განცხადებით, ასეთ ზეწოლით სამართალდაცავები ცდილობენ მისი შვილის მკვლელობის გამოძიება ბოლომდე არ მივიდეს.
მამუკა კახიშილი სამარაში რამდენიმე თის წინ პოლიციელებმა ცემით მოკლეს. მიზეზი მისი ეთნიკური წარმომავლობა იყო. ოჯახის მოთხოვნით ცხედარს ხელახალი ექსპერტიზა ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა, რომელმაც დაადასტურა რომ 19 წლის ახალგაზრდა ნაწამები და სასტიკად ნაცემი იყო. კახიშვილები დამნაშავე პოლიციელების შესაბამისად დასჯას ითხოვენ.