ზუგდიდში "თავისუფალი დემოკრატების" წევრი სერგო ჩაჩიბაია დააკავეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, ჩაჩიბაიას ადგილსამყოფელი ამ დროისთის უცნობია. მისვე თქმით, უცნობია რაში ედება ბრალი.
"სერგო ჩაჩბაიას ქუჩაში ორმა უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მან საპაუსუხო ქმედებით უპასუხა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. ამჟამად ჩვენთვის უცნობია სად იმყოფება, რადგან ის ზუდგიდის პოლიციის არც ერთ განყოფილებაში არ არის. ადვოკატს მისი დაცვის საშუალება არ ეძლევა. ეს არის პროვოკაცია და ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჩიქოვანმა.