თელავის რაიონის სოფელ გულგულაში მცხოვრები 25 წლის გოგონა, რომელიც მძიმე ფსიქიური ავადმყოფია, დახმარებას ითხოვს. გოგონას პენსიის დასანიშნად ექსპერტიზის დასკვნა სჭირდება. `ჩემი შვილი ბალახებს და მიწას ჭამს. ძლიერი წამლები სჭირდება, მაგრამ ვერ ვყიდულობთ, რადგან საშუალება არ გვაქვს. პენსიაც ვერ დაენიშნა. ესქპერტიზის თანხას ვერ ვიხდით~, - აცხადებს გოგონას დედა.
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გოგონას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, თუმცა იმის გამო რომ ოჯახმა ექსპერტიზის გადასახადი 250 ლარი ვერ გადაიხადა, ბიურო დასკვნას არ იძლევა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ესქპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა დავით მაღრაძემ განუცხადა, გოგონა სულით ავადმყოფია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. `დასკვნა დაწერილია, მაგრამ ოფიციალური გადასახადი გადახდილი არ არის, რომ დოკუმენტი გავცეთ~, - განაცხადა ექსპერტმა.
ავადმყოფი გოგონას ოჯახი დახმარებისათვის კახეთის გუბერნატორს მიმართავს.