დღეს 15 იანვარს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს საჯარო სკოლების 150-ზე მეტ მოსწავლეს, მასწავლებელსა და დირექტორს შეხვდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" განათლების სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი შეედრაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე 2010-2011 წლებში არსებულ გამოწვევებზე პრეზენტაციას წარადგენს.