საქართველოდან გაგზავნილ ტვირთს ჰაიტიში დღეს ჩაიტანენ. 48 დასახელების მედიკამენტსა და სხვა და სხვა სახის პირველადი დახმარების ნივთებს გვიან ღამემდე ტვირთავდნენ. საქართველოდან ჰაიტის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები დასახმარებლად 20 კაციანი შემადგენლობაც გაემგზავრა.
ექიმებთან და შს საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების თანამშრომლებთან ერთად საძიებო სამუშაოებში ასევე ჩაერთვებიან კინოლოგების მიერ სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებიც რომლებიც მაშველებმა თბილიიდან წაიყვანეს. ჰაიტის მიმართულებით სპეცრეისს ავიაკომპანია "აირზენა საქართველოს ავიახაზები" ასრულებს.