15 იანვარს, 12:00 საათზე, სადაზღვევო კომპანია "ალფა~ და ფარმაცევტული კომპანია "ავერსი~, "ავერსის კლინიკაში~ (ვაჟა-ფშაველას 27 ბ ), მოაწყობენ ახალი სადაზღვევო ვაუჩერის პრეზენტაციას.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის დადგენილებით ჯანმრთელობის დაზღვევის ვაუჩერები გადაეცემათ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას, კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებს, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებს და რუსთაველის პრემიის ლაურეატებს. ყოველ მათგანს სადაზღვევო კომპანია სამედიცინო მომსახურებასთან ერთად სთავაზობს ავერსის აფთიაქებში 100 ლარის მედიკამენტებს უფასოდ და ექიმის დანიშნულ წამლებს ნახევარ ფასად.