უსაფრთხოების ევროატლანტიკური თანამეგობრობა ჯერ-ჯერობით მითია, მაგრამ ის რეალობად უნდა იქცეს. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
"ჯერ ჯერობით ეს მითია, მაგრამ ის რელობად უნდა იქცეს და ჩვენ ამაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ", _ განაცხადა მან სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე სახელწოდებით "უსაფრთხოების ევროატლანტიკური თანამეგობრობა: მითი თუ რელობა" სიტყვით გამოსვლისას.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ მიზნის მისაღწევად სწორი და პრაქტიკული გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული.