კრემლი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დემოკრატიის ილუზიას ქმნის, - ასე აფასებენ თბილისში 25 მარტს ცხინვალში დაგეგმილი ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს.
,,ეს არის არჩევნები რუსეთისთვის, ვენესუელისთვის, ნიკარაგუისთვის. დანარჩენი მსოფლიო ამ არჩევნებს არ ცნობს. დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყება დეოკუპაცია და ეთნოწმენდის შედეგად გამოდევნილი მოსახლეობა დაუბრუნდება თავის საცხოვრებელ სახლებს", _ განაცხადა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ.
შეგახსენებთ, ცხინვალში დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს. ორი კანდიდატი ჰყავს დიმიტრი მედოევი და ლეონიდ თიბილოვი. ალა ჯიოევა კი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ნოემბერში გაიმართა.