15-19 იანვარს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ესტუმრება. თურქეთის დედაქალაქ ანკარაში სახელმწიფო მინისტრი თურქეთის სახელმწიფო მინისტრს - ფარუკ ჩელიკს შეხვდება.
შედგება შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის ქართული წარმოშობის მოქალაქეების მიერ ჩამოყალიბებული სათვისტომოებისა და კულტურულ-საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან: სტამბოლში - "თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდში", ქალაქ ინეგოლში (ბურსის ოლქში არსებული ქართული სათვისტომოების წევრებთან)
შეხვედრების დროს განიხილება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და თურქეთის ქართველობის მიერ შექმნილ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საკითხები - კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით.