რუსმა ბიზნესმენმა ვლადიმერ გუსინსკიმ ტელეარხი "RTVi", ტელეარხ "ზვეზდას" ყოფილ დირექტორს რუსლან სოკოლოვს მიჰყიდა. ტელეარხი "RTVi" საზღვარგარეთ მყოფი რუსულენოვანი აუდიტორიისათვის მაუწყებლობდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ტელეარხი "RTVi" სოკოლოვმა დაახლოებით 10 მილიონ აშშ დოლარად იყიდა.
მარტის დასაწყისში რამდენიმე ებრაული მედიასაშუალება წერდა, რომ გუსინკიმ გაყიდა ტელეარხი "RTVi" და თითქოს კონტროლი რუსეთის სახელმწიფო მედიაჰოლდინგის, კერძოდ, კი ტელერადიოკომპანია "ზვეზდას" ხელში გადავიდა.
თავად "ზვეზდაში" ეს ინფორმაცია უარყვეს.