გაეროს უშიშროების საბჭომ მალიში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება დაგმო და განაცხადა, რომ სამხედროებმა ხელისუფლების ხელში ჩაგდებით ქვეყნის დემოკრატიულად არცეული ხელისუფლება სახელმწიფო მმართველობას ჩამოშორეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ამას გარდა, გაეროს უშიშროების საბჭო მოუწოდებს სამხედროებს ქვეყნის პრეზიდენტის ამად ტუმანი ტურეს უსაფრთხოება უზრუნველყონ. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ სად იმყოფება ამჟამად პრეზიდენტი.