ქართველი ფოტოგრაფები ჰოლანდიაში ფესტივალ "იბერიაზე" ნამუშევრებს წარადგენენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" იური მეჩითოვმა განუცხადა.
"ფესტივალ "იბერიაზე" ჩვენმა თანამემამულემ, დალი ვან დე გრაასიმ მიგვიწვია, სადაც ჩემთან ერთად იქნება ირმა შარიქაძეც. ფესტივალის ფარგლებში ჩვენი ნამუშევრებით საქართველოს გავაცნობთ ჰოლანდიელებს და იქ ჩასულ სტუმრებს. მე სხვადასხვა პროექტიდან აღებული ფოტოები მიმაქვს, რომელიც საქართველოს ასახავს", - განაცხადა მეჩითოვმა
ფესტივალი "იბერია" ჰოლანდიაში 23 მარტს გაიხსნება და სამ დღეს გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ დალი ვან დე გრაასის ორგანიზებით ფესტივალი მესამე წელია ტარდება.